Friday, July 3, 2015

ინტელის პროექტი

"bullying"

ტრენერის ინსტრუქციის მიხედვით შევქმენი საქაღალდეები ჩვენს პორტფოლიოში, რომლებიც ძალიან დამეხმარა პრეზენტაციის სექმნისას.ამის შემდეგ დავიწყე პრეზენტაციის დაგეგმვა.ავარჩიე  თემა,რომელიც ვფიქრობ ძალიან აქტუალურია და ბავშვებში ინტერესს გააღვივებს.თემის არჩევის შემდეგ დავიწყე მასალების მოძიება ინტერნეტით.გავეცანი ნიმუშებს, რომლებიც მრავლად გვქონდა წარმოდგენილი და ამის შემდეგ დავგეგმე თუ რა უნარ-ჩვევების განვითარება მინდოდა ბავშვებში რომლებიც რეალურ ცხოვრებაში გამომადგებოდა, რის მიხედვითაც შევარჩიე საკვანძო კითხვები.ვიმუშავე აგრეთვე  შეფასების კრიტერიუმებზე ,გავითვალისწინე ბავშვების დონე, რადგან ერთნაირი ინტერესი გამოეწვია მათში, მოტივირებულნი ყოფილიყვნენ  სამუშაოსადმი.პუბლიკაციის მომზადება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პროექტზე მუშაობისას. მისი დაგეგმვისას გავითვალისწინე სამიზნე ჯგუფები, რომლებიზეც გავთვალე ჩემი პრეზენტაცია.ყურადღებით შევარჩიე კითხვები და რათქმა უნდა პასუხებიც.მოლოდინები ,რომლებიც გაუჩნდებათ ბავშვებს  ან მე როგორც მასწავლებელს საკითხის ირგვლივ.''INTEL"- ზე განთავსებული  ნიმუშები ძალიან დამეხმარა ამ ყველაფრის სწორად დაგეგმვაში.ტექნოლოგიების გამოყენება ძალიან მიადვილებდა სამუშაოს, რომელშიც საკმაოდ დავხელოვნდი.